”ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გრძელდება. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა და ამდროისთვის შეხვედრა ახალარჩეული პარლამენტის წევრების მონაწილეობის მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების“ ე.წ. ახალმა სახემ მარიამ ჯაშმა.
ჯაშმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ პირადად მისთვის უცნობია, განიხილება თუ არა ამ თანამდებობაზე სხვისი კანდიდატურაც. ჯაშის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩემთვის უაღრესად დიდი პატივი იქნება, რომ საქართველოში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მქონდეს შესაძლებლობა, საკანონმდებლო ინიციატივებს ვუხელმძღვანელო. ჩემთვის არ არის ცნობილი ალტერნატიული კანდიდატების შესახებ და ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვა თანაგუნდელის კანდიდატურებიც იყოს განხლული“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა.