”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები, რომლებიც პოლიტსაბჭოს წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმ თანამდებობებზე წარსადგენ პირთა საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.
“ქართული ოცნების“ წევრების ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭო ყველა იმ კონსულტაციის შედეგებს შეაჯამებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პარტიაში ინდივიდუალურად მიმდინარეობდა.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, შეხვედრა ახალარჩეული პარლამენტის უმრავლესობის ფორმატში გაგრძელება.