სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო კვირაში, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს.
"პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს, რომ
დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-11 ნოემბერს დაფიქსირდება და +22-24 გრადუსს მიაღწევს.
სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, ორშაბათს +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ტემპერატურა +20-22 გრადუსს მიაღწევს.