თბილისის საქალაქო სასამართლო 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
პროცესი იმის გამო, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამასთან, პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მისი თქმით, დანაშაული სამმა ბრალდებულმა აღიარა. მათ შორის ერთ-ერთი აღიარებს, რომ გარდაცვლილის სხეულის დანაწევრების შემდეგ ხეულის ნაწილები შეჭამა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე ხუთი პირია ბრალდებული, აქედან სამი მკვლელობაში, ხოლო 2 დანაშაულის შეუტყობინებლობაში. დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე მოკლული ქალის შვილია.
პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.