"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საპარლამენტო თანამდებობების შესახებ გადაწყვეტილებები პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭო სხდომაზე დაზუსტდება.
ამასთან, ქანთარიამ გვარების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანიდიდატურა განიხილება.
"პარლამენტის თავმჯდომარედ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და ეს საკითხი სავარაუდოდ დადებითად იქნება გადაწყვეტილი. დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება საპარლამენტო თანამდებობები",-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილი ახალი საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრა.
ორივე შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილოებას.