სტამბულის ათათურქის აეროპორტთან სროლა მოხდა

სტამბულის ათათურქის აეროპორტთან სროლა მოხდა

სროლლის ხმა ისმოდა სტამბულის ათათურქის აეროპორტთან. პოლიციამ აეროპორტის მისასვლელი გზები გადაკეტა. 
ამის შესახებ ახალი ამბების პორტალი BNO News თვითმხილველებზე და ადგილოვრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გვიან ღამით, აეროპორტის შენობასთან რამდენჯერმე გაისროლეს. მათთვის უცნობია, არიან თუ არა დაჭრილები და დაღუპულები.

ამასთან, სააგენტო როიტერი იუწყება, რომ ცეცხლი პოლიციელებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც მოტოციკლით მოძრავი უცნობი პირები არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას გაჩერებულიყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილის შესახებ.