7 ნოებერს „ალ-ქაიდას“ მიერ ნიუ-იორკის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებზე თავდასხმის საფრთხე არსებობს

7 ნოებერს „ალ-ქაიდას“ მიერ ნიუ-იორკის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებზე თავდასხმის საფრთხე არსებობს

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შესაძლო ტერორისტულ საფრთხეს აფასებენ. 

CBS New York-ის მტკიცებით, აშშ-ს ფედერალური და ადგილობრივი ანტიტერორისტული სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე არჩევნების დღესთან დაკავშირებით. 

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, „ალ-ქაიდას“ მხრიდან არჩევნების წინა დღეს, 7 ნოებერს, სამ შტატზე თავდასხმის საფრთხე არსებობს.

FBI-ის განცხადებით, ფასდება ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საფრთხის რეალურობა. 

ოფიციალური პირების ცნობით, საფრთხე ეხება ნიუ-იორკის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებს.