"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი მარიამ ჯაში ადასტურებს, რომ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, კონსულტაციების ფარგლებში, მისი კანდიდატურა განიხილება.
"ეს გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს ფორმატში 6 ნოემბერს იქნება მიღებული. ჩემთვის ეს უაღრესად დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ სხდომას",- აღნიშნა მარიამ ჯაშმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარტიის ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომას 6 ნოემბერს გამართავს.
შეხვედრა, რომელსაც პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, 13:00 საათზეა დანიშნული. არსებული ინფორმაციით, 6 ნოემბერსვე, ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრთა პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.