ხვალ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

ხვალ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 6 ნოემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრა 13.00 საათზეა დანიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

არსებული ინფორმაციით, ხვალვე გაიმართება ახალი მოწვევის პარლამენტში არჩეული პარტია „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა.

არ არის გამორიცხული, საპარლამენტო თანამდებობების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდეს ცნობილი.