საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, კვირას გახდება ცნობილი

საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, კვირას გახდება ცნობილი

"ქართული ოცნება" საპარლამენტო თანამდებობებზე კონკრეტულ კანდიდატებს, სავარაუდოდ, 6 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაასახელებს.

მმართველი გუნდი, პარლამენტის ფორმირების შესახებ კონსულტაციებს, მეორე დღეა კაჭრეთში მართავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, თანამდებობებთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.

"კონსულტაციები დღეს საღამოს და ხვალ დილით გვექნება. მედიაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა - გარკვეული ნაწილი სიმართლესთან ახლოს არის, ნაწილი კი სინამდვილეს არ შეესაბამება. ასე, რომ ყველაფერი დასალაგებელია. მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები",- განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის წევრებმა საჯაროდ უკვე დაადასტურეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.