აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც ერთობლივი საჯარისო დანაყოფის შექმნას ითვალისწინებს.
ამასთან, ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიულ ლიდერობას მთელ რეგიონში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ “ქართული ოცნების” ძლიერი უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი მმართველობა უნდა იყო ინკლუზიური, ხელი უნდა გაუწოდოს რეფორმის მხარდამჭერ ყველა ძალას, როდესაც ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკას.
"ბაიდენმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გამოიყენოს არჩევნების შედეგები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასასგრძელებლად, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს",-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.