ქუთაისში მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა

ქუთაისში მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა

ქუთაისში მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შემთხვევა ქუთაისის-სამტრედიის გზაზე მოხდა, ე.წ. კოპიტნარის ხიდიდან "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი გადავარდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. 
როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლია დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.