აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შესაძლო ტერორისტულ საფრთხეს აფასებენ.
CBS New York-ის მტკიცებით, აშშ-ს ფედერალური და ადგილობრივი ანტიტერორისტული სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე არჩევნების დღესთან დაკავშირებით.
აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, „ალ-ქაიდას“ მხრიდან არჩევნების წინა დღეს, 7 ნოემბერს, სამ შტატზე თავდასხმის საფრთხე არსებობს.
FBI-ის განცხადებით, ფასდება ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საფრთხის რეალურობა.
ოფიციალური პირების ცნობით, საფრთხე ეხება ნიუ-იორკის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებს.