სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა Cumhurriyet-ის მთავარი რედაქტორის და კიდევ 8 ხელმძღვანელის და ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა Cumhurriyet-ის მთავარი რედაქტორის და კიდევ 8 ხელმძღვანელის და ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

თურქეთში ოპოზიციონერთა დაკავებები გრძელდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა Cumhurriyet-ის მთავარი რედაქტორის, მურატ საბუნჯუს და გაზეთის კიდევ 8 ხელმძღვანელის და ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ყველა მათგანი 31 ოქტომბერს, ტერორიზმთან სავარაუდო კავშირისთვის დააკავეს. კერძოდ, ჟურნალისტები თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.

ერთი დღით ადრე თურქეთში დააკავეს ოპოზიციური პროქურთული საპარლამენტო პარტიის ორი თანათავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში და ფიგენ იუკსეგდაგი. მათთან ერთად დაკავებული არიან პარტიის დეპუტატები, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იდრის ბალუკენი.