აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრებს ატარებენ იმ შტატებში, სადაც ამომრჩეველი ჯერ არ ჩამოყალიბებულა საკუთარ არჩევანში.
„ბიბისი“-ს ცნობით, ორივე მხარე აქტიურად მოუწოდებს პასიურ ამომრჩეველს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. პარასკევს, პრეზიდენტობის კანდიდატებმა შეხვედრები გამართეს ოჰაიოსა და პენსილვანიაში. ნიუ-ჰემფშირში შეხვედრაზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი აშშ-ში სირიელ ლტოლვილების რიცხვის გაზრდას 550%-ით აპირებს. თავის მხრივ, ჰილარი კლინტონი პიტსბურგსა და პენსილვანიაში ამომრჩეველს ესაუბრებოდა ტრამპის შეუსაბამობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად.
გამოკითხვების თანახმად, ტრამპი ლიდერობს ოჰაიოში, ხოლო კლინტონი - პენსილვანიაში. ბოლო პერიოდში, რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდაჭერთა რაოდენობა გაიზარდა.
37 მილიონმა ამომრჩეველმა წინასწარი არჩევნების საშუალებით უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.