ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 1 600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს

ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 1 600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს

ერაყის ქალაქ მოსულში „ბოევიკებმა“ „ისლამური სახელმწიფოდან“ 1 600 სამოქალაქო პირი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის პრესმდივანმა რავინა შამსადანიმ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ისლამისტი „ბოევიკები“ მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებენ. ტყვეობაში მყოფ სამოქალაქო პირებს შორის 400 ქალია. ისინი მეტწილად, ქურთები, ეზიდები და მუსლიმი შიიტები არიან.

გაერო-ს უმაღლესმა კომისარიატმა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ 2 ნოემბერს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა მოსულში 180 ყოფილი საჯარო მოხელე სიკვდილით დასაჯეს.

ამჟამად უწყება ამოწმებს ინფორმაციას, რომ მოსულში შესაძლოა, კიდევ 200 სამოქალაქო პირის მკვლელობა განხორციელდა.

ერაყის შეიარაღებული ძალები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით, ტერორისტები დიდ დანაკარგს განიცდიან.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.