პენტაგონმა ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება დაადასტურა. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, ავიადარტყმის შედეგად დაღუპულია ფარუქ ალ-ქატანი.
პენტაგონის ცნობით, აღნიშნული პიროვნება აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ავიადარტყმა 23 ოქტომბერს, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარში განხორციელდა. ლიკვიდირებული ბოევიკი ალ-ქაიდას ადგილობრივი ფილიალის ლიდერი იყო.