მიხეილ ჯანელიძე: არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი

მიხეილ ჯანელიძე: არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი

რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს, საქართველოსთვის გადაუწყვეტელია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი”, - განაცხადა ჯანელიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის.

კარასინის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია.