„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობისთვის მომზადებას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობისთვის მომზადებას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობისთვის მომზადებას იწყებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ყრილობის დროს, კონკრეტულ საკითხებს განსაზღვრავს და დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს.

„პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ სამი ძირითადი საკითხი. პოლიტსაბჭომ დაავალა სამდივნოს, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გააკეთებს საარჩევნოდ ჩვენი კამპანიის შეფასებას, ანალიზს. უახლოეს დროში მოხდება ამ ჯგუფის ჩამოყალიბება. ჩვენ ვემზადებით ყრილობისთვის. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ყრილობის წესებს, განსაზღვრავს დროს და შესთავაზებს პოლიტიკურ საბჭოს. წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის მოემზადოს პარტია”, - განაცხადა სერგო რატიანმა.