„ნაციონალურ მოძრაობას“ ჭირდება არა ციხესა და დევნილობაში მყოფი, არამედ ფუნქციონირებადი კონკრეტული ადამიანები

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჭირდება არა ციხესა და დევნილობაში მყოფი, არამედ ფუნქციონირებადი კონკრეტული ადამიანები

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჭირდება არა ციხესა და არა დევნილობაში მყოფი, არამედ ფუნქციონირებადი კონკრეტული ადამიანები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალა მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნოს ერთიანობა.

„ახალი თავმჯდომარის არჩევა მსჯელობის საკითხია. ცხადია, რომ  პარტიას რომ ჭირდება არა ციხესა და დევნილობაში მყოფი, არამედ ფუნქციონირებადი კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მართავენ სიტუაციებს. ოღონდ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ ადამიანების აზრიც გავითვალისწინოთ, ვინც დევნილობაშია. ჩემთვის მთავარია ერთიანობა. ჩვენ რაც არ უნდა პრობლემა გვქონდეს გუნდის შიგნით, ამ პრობლემასთან ბრძოლას ერთიანობა არ უნდა გადავაყოლოთ.  ჩემი აზრით, ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ბარამიძემ.