"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე პარტიის წევრებმა განაცხადეს, ისინი საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ.

ამასთან, მათი თქმით, პარტიამ უნდა გააანალიზოს არჩევნების შედეგები და დასახოს სამომავლო სტრატეგია.

პოლიტსაბჭო ასევე იმსჯელებს პარტიის ყრილობის საკითხზეც. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პოლიტსაბჭოზე არ იმსჯელებენ. მათი თქმით ეს საკითხი ყრილობაზე უნდა გადაწყდეს.