პარტიის ხელმძღვანელობა უნდა დააკომპლექტონ პარტიის მოქმედმა წევრებმა, მიუხედავად იმისა, ვის რა ისტორიული როლი აქვს

პარტიის ხელმძღვანელობა უნდა დააკომპლექტონ პარტიის მოქმედმა წევრებმა, მიუხედავად იმისა, ვის რა ისტორიული როლი აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“  ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო უნდა დააკომპლექტონ პარტიის მოქმედმა წევრებმა, მიუხედავად იმისა, ვის რა ისტორიული როლი აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ისტორიულ ფიგურაზე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია როგორც პარტიის შექმნა, ისე სახელმწიფოს მოდერნიზაციის მცდელობა, მაგრამ მეორე საკითხია, დღეს, ამ ვითარებაში, როგორი უნდა იყოს პარტიის ფუნქცია, როგორ უნდა იმართებოდეს პარტია. ამ შემთხვევაში მეც შეიძლება ვფიქრობდეს, რომ პარტიამ ხელახლა დააკომპლექტოს პოლიტსაბჭო აქ მოქმედი წევრებისგან, ხელახლა აირჩიოს ხელმძღვანელები, მიუხედავად იმისა, ვის რა ისტორიული როლი აქვს“,-აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ისტორიული როლი არ დაიკარგება და ასეთი როლის ადამიანს ყოველთვის ექნება პოლიტიკური გავლენა პარტიაზე, მაგრამ აქ, ადგილზე ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე და სამდივნო, ეს არის პარტიის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც პარტიამ უნდა გადაწყვიტოს.