დიმიტრი ქუმსიშვილს ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი, რომელიც ჩემი მომავალი კლიენტის ინტერესებს შეეხებოდა

დიმიტრი ქუმსიშვილს ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი, რომელიც ჩემი მომავალი კლიენტის ინტერესებს შეეხებოდა

დიმიტრი ქუმსიშვილს ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი, რომელიც ჩემი მომავალი კლიენტის ინტერესებს შეეხებოდა, - ამის შესახებ ”გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პავლე კუბლაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის მიზეზი განმარტა.

მისივე თქმით, აქტიურ პოლიტიკაში აღარ იქნება, რადგან დრო უნდა დაუთმოს თავის ახალ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულ პირებს იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, კომპანიის შექმნის მიუხედავად, ”გირჩს” არ ტოვებს.

”პოლიტიკაში აღარ ვიქნები აქტიური, იმიტომ, რომ მეტი დრო დამჭირდება ჩემი საადვოკატო თუ ლობისტური საქმიანობისთვის”, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

თავის მხრივ, პავლე კუბლაშვილთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა დიმიტრი ქუმსიშვილმაც. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მათ კონკრეტული ბიზნესიდეა განიხილეს.

„ჩემი კარი გახსნილია ყველასთვის. ბიზნესინიციატივა აქვს ბატონ პალიკოს, რის შესახებაც მომიყვა. მას უნდა საკონსულტაციო კომპანიის გაკეთება. როგორც საკონსულტაციო კომპანიას მას მოუწევს ურთიერთობა კერძო სექტორსა და მთავრობასთან“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა „იმედთან“ საუბარში.

პავლე კუბლაშვილისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.