„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე შს მინისტრად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„ყველას ძალიან ვთხოვ, ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად, კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.