"გარდენია შევარდნაძეში" ხანძარი გაჩნდა

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე დეკორატიული მცენარეების სანერგე "გარდენია შევარდნაძის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც 2030.news-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 80 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ადგილზე მოსულია ხუთი სახანძრო  ბრიგადა.

მათვი ინფორმაციით, ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.