დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში თოვლის საფარი დაბლობში 15-ს, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს აღწევს. 60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე.

ამ დროის მონაცემებით, ელექტროენერგია დაახლოებით, 25 სოფელს არ მიეწოდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტის და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა დენის გათიშვის გამო შეჩერდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

"25 სოფელი გვაქვს გათიშული. გასულია ენერგო-რო-ჯორჯიას“ ჯგუფები და მიმდიბნარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისათვის 30 სანტიმეტს აღწევს სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე", - განაცხადა ბაუჩაძემ.