კომინიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი ადასტურებს, რომ

კომინიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი ადასტურებს, რომ "ტელეიმედის" ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება კომისიამ ზეწოლის შედეგად მიიღო

კომინიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი ადასტურებს, რომ 2007 წელს 7 ნოემბერს "ტელეიმედის" ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება კომისიამ ზეწოლის შედეგად მიიღო. კომისიის ყოფილი წევრი გიორგი ფრუიძე მოწმის სახით დაიკითხა "ტელეიმედის საქმეზე". ის 2007 წელს კომუნიკაციების კომისიაში მუშაობდა და როგორც აცხადებს, 7 ნოემბერს კომისიაში არ ყოფილა მისული, თუმცა კომისიის ხელმძღვანელი ნონიკაშვილი მოუყვა, თუ როგორ განხორციელდა "ტელეიმედის" სანქცირება.

როგორც გიორგი ფრუიძე აცხადებს, რომ ნონიკაშვილი მოუყვა, როგორ დაიბარე მოდულის შენობაში, სადაც დახვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, ხოლო ადეიშვილმა ნონიკაშვილს უთხრა, რომ მასთან სამსახურში მურთაზ ზოდელავა მივიდოდა "ტელეიმედის საქმეზე".

რაც შეეხება "ტელეიმედის" ლიცენზიის საკითხს, მოწმემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გაეცნო ამ გადაწყვეტილებებს.

მისივე თქმით, ჩანდა, რომ საკითხი უკანონოდ იყო მიღებული. გიორგი ფრუიძის თქმით, ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტას აქვს ვადები და პროცედურები, რაც  "ტელეიმედის"  შემთხვევაში დაირღა.

"ტელეიმედის", 7 ნოემბერის აქციის დარბევის, მთაწმინდის პარკის და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს აქვთ ბრალი წარდგენილი.