მე, ჩემი პატარა ბიზნესი მქონდა და ვუბრუნდები ამ საქმიანობას, - ამის შესახებ დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში მიიღებდა თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და იყრიდა თუ არა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად „ქართული ოცნებიდან“, გოგლა ჟვანიამ უპასუხა, რომ ამაზე დათანხმდებოდა.
„ჩემთვის არ იყო პრინციპული საკითხი მივიღებდი თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. როდესაც შევხვდი პარტიის ხელმძღვანელობას, შევთანმხდით, რომ ჩემი საჭიროება არ იყო არჩევნებში მონაწილეობის მიღების. მე, პოლიტიკაში 2012 წელს მოვედი, მაშინ როცა მოვხდი „ქართულ ოცნებაში“. ეს იყო ვითარებიდან გამომდინარე, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა და პოლიტიკურად გრძელვადიანი გეგმები ნამდვილად არ გამაჩნდა. ეს იცოდნენ პარტიის ხელმძღვანელებმა და ბუნებრივია, ალბათ აქცენტი გააკეთეს იმ ადამიანებზე, ვინც გრძელვადიანად აპირებდა მათთან ყოფნას“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ და დასძინა, რომ პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს, თუმცა როგორც მოქალაქე, პოლიტიკას, რა თქმა უნდა, არ ემიჯნება.