“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მედიის თავისუფლების მტრების სიას აქვეყნებს

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მედიის თავისუფლების მტრების სიას აქვეყნებს

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” იმ ქვეყნებისა და პოლიტიკოსების სიას აქვეყნებს, რომლებიც მედიის თავისუფლებას ზღუდავენ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 35 ქევყნისა და მთავრობის მეთაურია, ასევე დანაშაულებრივი დაჯგუფებები, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები, ბანგლადეშში მოქმედი “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებული დაჯგუფება, “თალიბანი”, მექსიკური ნარკოკარტელი “ლოს სეტასი”.

ორგანიზაცია “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე”კონკრეტულ პოლიტიკურ პირებს შორის მედიის თავისუფლების მტრებად მიიჩნევს თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანი, ბელარუსის, ყაზახეთის,  სირიის, კუბის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ეგვიპტის, ერითრეის, სუდანის, ბურუნდისა და გამბიის ლიდერებს.

სიაში რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ორი პირით არის წარმოდგენილია. მედიის თავისუფლების მტრებს შორის ვლადიმერ პუტინთან ერთად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც არის დასახელებული.

უფლებადამცველები ვლადიმერ პუტინს “ავტორიტარულ ნაციონალისტურ ლიდერს” უწოდებენ, კადიროვს კი “მკაცრ ავტოკრატს”.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” რუსეთის პრეზიდენტს აკისრებენ პასუხისმგელობას ისეთი მედიასაშუალებების წინააღმდეგ რეპრესიებზე, როგორიცაა “ლენტა.რუ”, РБК, ტელეკომპანია “დოჟდი”, ასევე პოლიტიკური მოტოვებით ჟურნალისტების დაკავებაზე.