გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორ ნოემბერს, საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +7, +12° იქნება.
3 ნოემბერს, დღისით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და კვირის დანარჩენ დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21°-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18°-მდე მოიმატებს.