"არჩევნების სამართლიანად ჩატარება ადასტურებს, რომ საქართველოში ხალხის აზრს პატივს სცემენ"

ამერიკელი კონგრესმენი ტომ მერინო ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.

"რესპუბლიკელი" კონგრესმენის თქმით, ის ფაქტი, რომ თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ უკვე მესამედ იმართება, დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლაზე მიუთითებს.

"სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოში ტრადიციად იქცა, ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთავრობის ფორმირებას, ისე ხალხის აზრს.

ვულოცავ საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას და რეგიონში დემოკრატიული ლიდერის სტატუსის მოპოვებას. ეს მიღწევა საიმედო გზავნილია მომავლისთვის და მე მოუთმენლად ველი ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას" , - ნათქვამია ტომ მერინოს განცხადებაში.