საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები, პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა.
ნოდარ ხადურს, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, კარგი მოლოდინი აქვს.
"მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ. დანარჩენს, ყველაფერს იტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერის კომპეტენციაა, თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ მას. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს", -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოდარ ხადურის შემცვლელად, ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.