სანდრა რულოვსი - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

სანდრა რულოვსი - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრა რულოვსმა განუცხადა. 
როგორც მან აღნიშნა, ის ხშირად ივლის პარტიაში, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, გუშინ ვისთან ჰქონდა კონსულტაციები და ვინ ესწრებოდა შეხვედრას. 
აღსანიშნავია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილმა არ იცოდა, რომ სანდრა რულოვსი გუშინ პარტიის ოფისში იმყოფებოდა და შეხვედრას მართავდა. თუმცა, მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლის მომხრენი არიან.