მმართველმა პარტიამ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციური ველი გაუთავისუფლა და მის ერთადერთ ალტერნატივად დატოვა

მმართველმა პარტიამ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციური ველი გაუთავისუფლა და მის ერთადერთ ალტერნატივად დატოვა

"ქართული ოცნების” დაპირება, რომ მაქსიმალურად შეავიწროებდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას”, აბსოლუტურად უკუღმა გამოვიდა, - ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციური ველი გაუთავისუფლა და მის ერთადერთ ალტერნატივად დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ” „ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დიდი საქმე გაუკეთა. ფაქტობრივად მთლიანად მოუსუფთავა ოპოზიციურ ფლანგზე გზა, დააფრთიანა, კონკურენტები აღარ დაუტოვა და, შესაბამისად, დანიშნა თავის ერთადერთ ალტერნატივად. ,,ნაციონალური მოძრაობა” დასუსტებული კი არა, გაძლიერებულია. ,,ქართული ოცნების” დაპირება, რომ მაქსიმალურად შეავიწროებნდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას”, აბსოლუტურად უკუღმა გამოვიდა. მიუხედავად სააკაშვილის სიგიჟისა, ექსცენტრულობისა, ის დაშლამდე მაინც არ მიიყვანს პარტიას. ის აუცილებლად გაჩუმდება, უკან დაიხევს, რადგან ესმის, რომ პარტიის დაყოფა პირველ რიგში მას დააზიანებს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.