თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი

თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი

თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი, - ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

საკონსტიტუციო უმრავლესობის თანმდევ საფრთხეებზე საუბრისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტია ”ქართული ოცნება” არ აპირებს ”თავის გემოზე” მოირგოს კონსტიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ იმ შეცდომებს, რაც თავის დროზე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო უმრავლესობაში ყოფნის დროს დაუშვა, „ქართული ოცნება“ არ გაიმეორებს.

”პარტია ”ქართული ოცნება” არ აპირებს თავის გემოზე მოირგოს კონსტიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ექსპერტები იქნებაიან, ასევე, იქნება ვენეციის კომისია, სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.

სწორედ ამის გამო მოგვცა ქართულმა საზოგადოებამ ამხელა ნდობა, რომ მათ იციან, რომ არასდროს არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. პარალელის გავლება ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის კატეგორიულად მიუღებელია. კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში, ამიტომაც შედარება მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვის შეცდომებს არ გავიმეორებთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.