ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი იმ ვითარების გამო, რაც მივიღეთ არჩევნების შემდეგ

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი იმ ვითარების გამო, რაც მივიღეთ არჩევნების შემდეგ

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი იმ ვითარების გამო, რაც მივიღეთ არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით უსუფაშვილმა, ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ ეს კრიზისი ხელისუფლებას არ ეხება.

მისი თქმით, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან ამოსვლა ესაჭიროება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მან იცის, თუ როგორ შეიძლება სასარგებლო საქმეების გაკეთება საკანონმდებლო ორგანოს მიღმა.

,,პირველი გასაკეთებელია ის, თუ რა სჭირდება ქვეყანას, როგორ ამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. თუმცა ეს არ არის სახელისუფლებო კრიზისი. ხელისუფლება ადგილზეა, ყოჩაღადაა და მე მას წარმატებას ვუსურვებ ქვეყნის საკეთილდღეოდ. მაგრამ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი იმ ვითარების გამო, რაც მივიღეთ არჩევნების შემდგ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება ამ ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური ცხოვრება.

მე ჩემი ცხოვრების 48 წელი პარლამენტის კედლებს გარეთ მაქვს გატარებული, ამიტომ კარგად ვიცი გარედან როგორ შეიძლება სასარგებლო საქმეების კეთება. ამასთანავე, ყველაფერი ის, რასაც დავპირდი ქვეყნის, საბურთალოს ამომრჩეველს, ვინც მე ხმა მომცა, თითოეულ მათგანს მოვძებნი და მათთან მექნება ურთიერთობა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.