დავით უსუფაშვილი:   დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს

დავით უსუფაშვილი: დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს

მომავალ პარლამენტში ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ,,რესპუბლიკური პარტის” ყოფილმა წევრმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ სივრცეს არა კონკრეტული პიროვნებების პარტია, არამედ სხვადასხვა ადამიანების პარტია ესაჭიროება. უსუფაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების პარლამენტს გარეთ გაგრძელება.

,,დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს, ისვე, როგორც ,,რესპუბლიკური პარტია” არ გამხდარა უსუფაშვილის პარტია. პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება არა გვარის და სახელების პარტიები, არამედ პარტიები, რომლებშიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ადამიანები. მგონია, რომ დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში. ვიცი სახელმწიფოს მშენებლობის ის ნიუანსები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრს უმნიშვნელო მიაჩნია. ვხედავ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში შექმნილია საკმაოდ რთული ვითარება, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. მომავალ პარლამენტში ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს გარეთ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. 2-3 თვის განმავლობაში იძულებული ვიქნები მედიას ნაკლებად შევხვდე, რადგან ამ დროის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური ფიქრი, ანალიზი, განსჯა, არა ინდივიდუალურად, არამედ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც აქვს განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პოლიტიკური პრობლემების მოგვარება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.