დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე წერს.
სერ ალან დუნკანი სოციალურ ქსელ Twitter-ში ქართველ ხალხს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.
"ვულოცავ ქართველო ხალხს არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას. მოუთმენლად ველი ვიზიტს საქართველოში და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას", - წერს სერ ალან დუნკანი.
საგარეო საქმეთა სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტით მოიწვია.