„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი იუწყება, კონსულტაციებში მონაწილეობენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები.
კომენტარები ჟურნალისტებს არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია, რომ კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ეხება.