ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით რომ დამენახა ჩემი პოლიტიკური ცხოვრება, ამას რაღაც მარტივი ფორმით მოვახერხებდი

ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით რომ დამენახა ჩემი პოლიტიკური ცხოვრება, ამას რაღაც მარტივი ფორმით მოვახერხებდი

არ ვარ არც ადამიანურად, არც პოლიტიკურად მაზოხისტი, მივიდე და ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიცია გავხდე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვა უსუფაშვილის სამომავლო გეგმებს შეეხებოდა - გაჩნდა ორი ვერსია, პირველი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა ასეთი რამ, თუ საჭირო გახდება არ არის გამორიცხული მე თავადვე ჩავუდგე სათავეში და დავაფინანსო კიდეც ახალი ოპოზიციური ძალის შექმნა. ხომ არ გადის თქვენი გზა ისევ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე არ ჩანს. რეალურად ახალი  პოლიტიკური ძალის შექმნას სჭირდება ფინანსები, ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ახალი ოპოზიცია, ან მეორე არის ინფორმაცია, რომ მარგველაშვილის გარშემო არის მცდელობა შეიქმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება და ხომ არ შეიძლება თქვენ და ქვეყნის პრეზიდენტმა შექმნათ ახალი ოპოზიციური გაერთიანება?

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ხედვა იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ ლიდერის გარშემო შეიკრიბონ ვიღაცეები, არასწორია.

„მე არ ვაპირებ, შევქმნა რაიმე ახალი გაერთიანება ჩემს გარშემო. თუ ასეთ იქნება ეს იქნება ახალი საძმო. ხედვა იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ ლიდერის გარშემო შევკრიბოთ ვიღაცეები, ეს არის არასწორი. მე უსუფაშვილმა დავიწყო იმის გასინჯვა, ვინ არის ჩემს გვერდში და უკან დამდგომი, მაშინ ვერსადაც ვერ მივალთ. ჩემი აზრით, ხალხი უნდა გაჩნდეს, რომელმაც თავის ლიდერი უნდა გამოავლინოს, წინ გვაქვს პოლიტიკური ეტაპები. 2020 წელი არის ხელისუფლების შეცვლის ეტაპები. ერთი წლის თავზე გვაქვს ადგილობრივი არჩევნები აქ არის 70-ზე მეტი გამგებელი და მერია ასარჩევი. კიდევ  ერთი წლის თავზე, ანუ დღეიდან 2 წლის თავზე არის  კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები, მერე საპარლამენტო არჩევნები, პარტიას უნდა წარუძღვეს ლიდერი, რომელიც მერე პრემიერ იქნება. ახლა მე უსუფაშვილმა ვთქვა, რომ ხალხო მე ერთ წელიწადი მერობის კანდიდატობას ვაპირებ, ორ წელიწადში პრეზიდენტობას, მერე პრემიერობის, არ იქნება დაა აბა მითხარით ვინ ხართ მზად რომ დამიდგეთ გვერდში არ არის სერიოზული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური ძალის შექმნას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამას არ გამორიცხავს.

„მე არათუ გამოვრიცხავ, თითქმის მჯერა, რომ მას  ასეთი სურვილი  აქვს, ოღონდ აქ არ ჩერდება მისი სურვილები. აი, აქ რომ ოპოზიციას შექმნის, იმას კიდევ შეუქმნას ოპოზიცია და კიდევ იმის იქით. ბიძინა ივანიშვილს აქვს ფართო გაქანება, მან ეს დაამტკიცა თავისი მოქმედებებით, სხვადასხვა სფეროში. მე ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით პოლიტიკური ცხოვრება რომ დამენახა ჩემს წინ, მაშინ ამას რაღაც მარტივი ფორმით მოვახერხებდი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ იგულისხმება ამ პასუხში პარლამენტის თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე დათანხმება, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამას გულისხმობს, თუმცა ამბობს,  რომ "არ ვარ არც ადამიანურად, არც პოლიტიკურად მაზოხისტი, რომ ასეთი ჩახლართული ამბებით მევლო და ახლა მივიდე იქ, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიცია გავხდე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობას, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი როლი და ფუნქცია სახელმწიფო სისტემაში არის პოლიტიკური ნეიტრალობა.

„უნდ ვიყო ამ ქვეყნის დამაქცევარი, ანუ არასწორად მოაზროვნე, რომ მე მარგველაშვილს შევთავაზო, პარტია შევქმნათ და შენ ამ თამაშში ჩაებითქო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.