დავით უსუფაშვილი :   თინა ხიდაშელის პარტიიდან წასვლის შესახებ კომპიუტერში წავიკითხე

დავით უსუფაშვილი : თინა ხიდაშელის პარტიიდან წასვლის შესახებ კომპიუტერში წავიკითხე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თინა ხიდაშელმა პარტია დატოვა კომპიუტერში წაიკითხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, კონსულტაციები  გვაქვს, მაგრამ ასე არ არის, რომ თინამ რაღაც გადაწყვიტა და ამიტომ მე გავყევი, ან მე გადავწყვიტე და თინა გამყვა. თინამ  წუხელ მოიწერა, მეც კომპიუტერში ვნახე მისი წერილი. ვიცოდი, რომ ფიქრობდა ამ თემებზე. წერილი და გადაწყვეტილება მეც მაშინ ვნახე, როდესაც ეროვნული კომიტეტის წევრებმა“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში .

უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასსა და თინა ხიდაშელს შორის აზრთა ურთიერთგაცვლა ხდება, მეუღლეები გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებებზე თავად არიან პასუხისმგებლები.