ზურაბიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს: უცებ შიშმა შემიპყრო, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი

ზურაბიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს: უცებ შიშმა შემიპყრო, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინების გამართლებას ეცდება.

ზურაბიშვილი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ახლა თქვენი ჯერია მხარდამჭერეებო, პირველი დღიდან გულშემატკივრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მაგრამ მუდმივ გამამხვენებლებო, ამომრჩევლებო და სხვა უბანში თუ ქვეყანაში მაცხოვრებლებო და თუნდაც თქვენც ვინც სამართლიანად თუ უსამართლოდ მაკრიტიკებდით, ყველას გეკუთვნით ჩემი უღრმესი და გულწრფელი მადლობა, რამეთუ თქვენს გარეშე აქამდე ალბათ ვერ მოვიდოდი და დიდწილად თქვენს გამო ვარ სადაც ვარ. დიდი მადლობა ყველას.

აწი უცნაური დღე მითენდება, ჯერ არსად მეჩქარება, არც ვიცი რა მელის და როგორ იქნება ეს ახალი ცხოვრება და პირველად, ის არ განმიცდია საარჩევნო ბრძოლში, დღეს უცებ შიშმა დამიპყრო, შიში ჩემი თავისა, შიში იმისა, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი, ნდობა და დიდი იმედები. ეს არის უდიდესი ტვირთი და ერთადერთის თქმა შემიძლია დღეს: ვეცდები ვეცდები და იმედი მაქვს შევძლებ. მესამე ტური იწყება",-წერს ზურაბიშვილი.

მთაწმინდის რაიონის #1 ოლქში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მან ხმათა 67.58% მიიღო. 

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერით სარგებლობდა. მმართველმა პარტიამ ამ რაიონში საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.