საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია თინა ხიდაშელმა 2030.news-ს დაუდასტურა.
თინა ხიდაშელი მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.
"12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.