პაატა ზაქარეიშვილი:   თუ ხარ გუნდში, კეთილი ინებე და ითამაშე გუნდური თამაში

პაატა ზაქარეიშვილი: თუ ხარ გუნდში, კეთილი ინებე და ითამაშე გუნდური თამაში

„რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა აგვეღო ის პასუხისმგებლობა, რაც სჭირდება სახელისუფლებო პარტიას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა 2030-ს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ხელისუფლებაში ყოფნისას ხელისუფლების წინააღმდეგ საჯარო მოქმედებები იყო პარტიის მთავარი პრობლემა.

„მე მინისტრი ვიყავი და დამერწმუნეთ იდეალური სიტუაცია არავის არ აქვს. არის ბევრი გაუგებრობა, კამათი. რაღაცეები არ გამომდიოდა, რაღაცეები გამომდიოდა. თუ ხარ გუნდში კეთილი ინებე და ითამაშე გუნდური თამაში. იქ ვიღაცებს ვეკამათებოდი. უწყებებთან პრობლემა გქონდა, ეს ყველაფერი გუნდში ხდება. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა აგვეღო ის პასუხისმგებლობა, რაც სჭირდება სახელისუფლებო პარტიას. ჩვენ ბოლომდე ვერ გავითავისეთ, რას ნიშნავს სახელისუფლებო პარტია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

რაც შეეხება კითხვას, აპირებ თუ არა დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას,  ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ჯერ ყველაფერი ჩამოუყალიბებელია.

„ჯერ ზაფხული იყო, შემდეგ საარჩევნო პერიოდი მე არ მქონდა საშუალება, რომ ახალი საქმეები წამომეწყო. იანვრამდე, თებერვლამდე ვიქნები ასე უმუშევარი. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობები მაქვს, ვნახოთ, როგორ იქნება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.