ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, - ამის შესახებ ვახტანგ ხმალაძემ 2030.news-ს განუცხადა.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, პარტიიდან წასვლის მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ამასთან, ხმალაძემ საკითხების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. ამაზე არ ვაპირებ საუბარს. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. ძირითადად, ეს არის, თუმცა მთელ რიგ საკითხებზე ყოფილა განსხვავებული შეხედულებები. სამომავლო გეგმები, რაც ვიცი, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.