ბრალდებული სააკაშვილის მიმართვების ტირაჟირებისგან თავი შეიკავეთ, ეს იგივეა, ტერორისტი გამოდიოდეს

ბრალდებული სააკაშვილის მიმართვების ტირაჟირებისგან თავი შეიკავეთ, ეს იგივეა, ტერორისტი გამოდიოდეს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ზაქარია ქუცნაშვილს ჟურნალისტებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტირება სთხოვეს.

ქუცნაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

"მოგიწოდებთ ყველას, ბრალდებული სააკაშვილის მიმართვების ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარების უფლება. ეს უკვე ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას. პირდაპირ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ საარჩევნო პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ეს იგივეა, ტერორისტი გამოდიოდეს, ამბობდეს, ავაფეთქებ ახლა ამ ქალაქს და ჩვენ, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვეხმარებოდეთ. ამ აზრის ტირაჟირებას არ უნდა შევუწყოთ ხელი იმიტომ, რომ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე", - განაცხადა ქუცნაშვილმა "პირველის" პრესკლუბში.