არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილსაც შეეხება

არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილსაც შეეხება

არსებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილსაც მოუწევს. 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ჯერჯერობით არ სახელდება სავარაუდო კანდიდატები, რომელთაგანაც ერთ-ერთმა შესაძლოა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელის პორტფელი ჩაიბაროს.

როგორც ცნობილია, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ უკვე რამდენიმე არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, არსებული ცნობით, თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს, ეკონომიკურ უწყებას კი, სავარაუდოდ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაციით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, ვიქტორ დოლიძემ დაიკავოს.