მამაკაცის გარდაცვალების გამო მეტროს სადგურ „სამგორში“ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია

მამაკაცის გარდაცვალების გამო მეტროს სადგურ „სამგორში“ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია

მეტროს სადგურ „სამგორში“ 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი მეტროს ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

”მამაკაცი ცუდად გახდა და ბაქანზე გადაიყვანეს. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის სამგორის მეტროს ბაქანზე მატარებელი არ ჩერდება, ვინაიდან ადგილზე ექსპერტი უნდა მივიდეს და ექსპერტიზა ჩატარდეს. როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება და მამაკაცს გადაასვენებენ, სამგორის მეტროში მატარებელი ჩვეულებრივ გაჩერდება. ეს დაახლოებით ერთ საათში მოხდება”, - აცხადებენ მეტროს პრესსამსახურში.

მათივე განმარტებით, მამაკაცი შვილთან ერთად მგზავრობდა.