კორი ველტი - საქართველოს და ამერიკას საერთო ღირებულებები აქვთ

კორი ველტი - საქართველოს და ამერიკას საერთო ღირებულებები აქვთ

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთის და ევრაზიის საკითხების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორის, კორი ველტის განცხადებით, საქართველოს და ამერიკას საერთო ღირებულებები აქვთ, რაც დემოკრატიის მხარდაჭერასა და ამ კუთხით საერთო მისწრაფებებში გამოიხატება.

როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია წერს, ამის შესახებ კორი ველტიმ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“ამერიკა საქართველოს მიმართ დახმარებამ 1993 წლიდან 2010 წლამდე 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული თანამშრომლობა, ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად ვაშინგტონსა და საქართველოში, გრძელდება. რაც შეეხება ამერიკის შიდა დინამიკას, კონგრესში, „რესპუბლიკელებიც“ და „დემოკრატებიც“ მხარს უჭერენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას”, - აღნიშნა ველტიმ.