არიელ კოენი - 2008 წლის ომის დროს რუსეთის წინააღდეგ სანქციების სწაფმა გაუქმებამ უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა

არიელ კოენი - 2008 წლის ომის დროს რუსეთის წინააღდეგ სანქციების სწაფმა გაუქმებამ უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა

გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტის უფროსი მკლევარის, არიელ კოენის განცხადებით, 2008 წლის ომის დროს, სანქციების სწაფმა გაუქმებამ რუსეთის წინააღდეგ, უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა.

”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ინფორმაციით, ამის შესახებ კოენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ამერიკისთვის მთავარი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში და საჭიროა ამ კავშირის განმტკიცება.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის დასავლეთის მოკავშირე მის საზღვარზე, კავკასიაში და არის მზად დასავლეთთან, ამერიკასთან და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოს უსაფრთხოების დაცვას და ვითანამშრომლოთ ეკონომიკური, სამოქალაქო და კულტურული კუთხითაც. 2008 წლის ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი რამ შეეძლო გაეკეთებინა და შეენარჩუნებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.